გამოძიებისას და სასამართლოში ექსპერტის მიერ საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება "სისხლის სამართლის კოდექსში" პარლამენტმა უვე დაამტკიცა და ძალაში თვის ბოლომდე შევა.
აქამდე მოქმედი ნორმით, დასჯადია მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა, ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა, ანდა თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნა გამოძიების დროს ან სასამართლოში.
პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებითYკი, ამ ჩამონათვალს, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაც ემატება, რაც ასევე ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე დაისჯება.
კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი და გიორგი ჩივიაშვილი იყვნენ.