ნინო ბურჯანაძე – "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!"

"სახალხო კრება" ხვალიდან კონკრეტულ ქმედებებზე გადადის, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მანამდე ლიდერები კონსულტაციებისთვის დოლიძის ქუჩაზე მდებარე ოფისში იყვნენ გასულები. ბურჯანაძის თქმით, ხვალ ხალხის მობილიზება 14.00 საათზეა გამოცხადებული. "ჩვენ ხვალ ქუდზე კაცს ველოდებით, ვინც გამოვა, გამოვა, თუ არ გამოვლენ, ვინც ვართ, ისინი ვიმოქმედებთ", – განაცხადა ოპოზიციონერმა ლიდერმა.

ბურჯანაძემ აქციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ბათუმის ოფისის დარბევის შესახებ. მისი თქმით, "სახალხო კრების" ბათუმის ოფისში შეიჭრა 150 ადამიანი და მათ აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. "ხელისუფლებამ რევოლუცია თვითონ დაიწყო და რევოლუციას მიიღებს კიდეც! "სჯობს სიცოცხლე ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!". ყველამ დაინახა, რომ ჩვენ ვართ უიარაღოდ და არც ერთი ჩვენგანი პროვოკაციაზე არ წასულა", - განაცხადა მან.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ბათუმში დარბევის მიუხედავად საბრძოლო განწყობაა. "მიუხედავად ამისა, ჩვენ მოგვიწოდეს ბათუმიდან, რომ არავითარ შემთხვევაში უკან არ დავიხიოთ", – განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში