ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ქვეყანას მაქსიმუმ ორ-სამ კვირაში დატოვებს, - ასეთი განაცხადა ლიბიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაერო-ში ტრიპოლის მუდმივმა წარმომადგენელმა, აბდურახმან მუჰამედ შალგამმა.ყოფილი მინისტრი უკვე დიდი ხანია, ოპოზიციაშია.
შალგამის თქმით, ამჟამად ლიბიის ლიდერი რამდენიმე მეგობარ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კადაფის სურს, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს თავი დააღწიოს და ლიბიის დატოვების შემთხვევაში, ქონება შეინარჩუნოს. დიპლომატი აცხადებს, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელთანაც კადაფი ამ საკითხთან დაკავშირებით მოპალარაკებებს აწარმოებს, ბელორუსია.
შალგამი კადაფის 40 წლის განმავლობაში იცნობდა და შიშობს, რომ ტრიპოლიში რეჟიმის უკანასკნელ დღეებში, შესაძლოა, უბედურება დატრიალდეს.
"კადაფი საშიში ადამიანია. არ ვიცი, რას მოიმოქმედებს ლიბიის დატოვებამდე, - აცხადებს ექს-მინისტრი, - მე ტრიპოლის მოსახლეობის იმედი მაქვს, რომელსაც თავისუფლება სურს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ქალაქს განადგურებისგან დაიცავენ".
ამასთან, კადაფის არაერთხელ განუცხადებია, რომ ლიბიის დატოვებას აპირებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"