საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ბოტანიკის ინსტიტუტს გამოეყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბაღის უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ბაღი თბილისის მერიის დაქვემდებარებაში გადავიდა და ახალი ხელმძღვანელობაც დაინიშნა.
ბაღის მეცნიერ თანამშრომლები კი ინსტიტუტში დარჩნენ, რომელიც ილიას უნივერსიტეტის შემადგენლობაშია.
ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკის ინსტიტუტი 4 წლის წინ გაერთიანდა. 4 ივლისს ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს საბიუჯეტო დაფინანსების განულებისა და ახალი ხელშეკრულებების შესახებ აცნობა.
როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განმარტავენ, უნივერსიტეტს სახელმწიფო დაფინანსება 47%-ით შეუმცირდა და დადგა საკითხი როგორ უნდა გადანაწილებულიყო თანხა რომელიც უნივერისტეტს დარჩა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"