პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - გვინდა ვიყოთ უზრუნველყოფილი ნახირი თუ ღირსეული და თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება?

ქართული მენტალობის სავარაუდო ცვლილებებსა და თავისებურებებზე, იმაზე, თუ რატომ მიიჩნევა ქართულ საზოგადოებაში სოციალური პროტესტი მიუღებლად და რამდენად დიდია ამავე მოტივით შემოდგომაზე საპროტესტო აქციების ტალღის აგორების ალბათობა, "ინტერპრესნიუსი" ანალიტიკურ ჯგუფ "ტერრა მედიას" გენერალურ დირექტორს, სოციოლოგ ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვალერიან, ვიდრე აგვისტოა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასასვენებლადაა ან დასვენებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას ცდილობს, უპრიანია საზოგადოების სოციოლოგიურ პორტრეტზე შევეცადოთ ყურადღების გამახვილებას. ის უცხოელები, რომლებიც საქართველოში მანამდეც არაერთხელ ყოფილან და ჩვენს ქვეყანას ახლაც მრავლად სტუმრობენ, დაუფარავად აღნიშნავენ ქართულ საზოგადოებაში შესამჩნევ მენტალურ ცვლილებებს.

თქვენი აზრით, ზოგადად, როგორია ჩვენი საზოგადოების სოციოლოგიური პორტრეტი? დამოუკიდებლობის წლებში რა მენტალური ცვლილებები განიცადა საზოგადოებამ და რა შეიძლება ჩაითვალოს დღეს ქართული მენტალობის ძირითად მახასიათებლად?

- არ ვიცი, რამდენად შევძლებ ამ მეტად რთული საკითხის ადეკვატურ გაშუქებას, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ინტერვიუში გამოთქმული შეხედულებები სუბიექტური ხასიათის იქნება და წარმოადგენენ როგორც კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს, ასევე პირად დაკვირვებებზე დამყარებულ დასკვნებს.

ჩემი აზრით, მენტალური ცვლილებების თვალსაზრისით, ქართულ საზოგადოებაში ორ ძირითად ტრენდზე უნდა ვისაუბროთ. Pპირველი ეხება ჩვენს ეკონომიკურ, სოციალურ და ყოფით ქცევას, ხოლო მეორე, ცვლილებებს ცნობიერებაში, საკუთრივ მენტალურ ცვლილებებს. Pპირველ შემთხვევაში აშკარაა, რომ საზოგადოებამ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, საკმაო ტრანსფორმაცია განიცადა. დღეს იშვიათად თუ ნახავთ მოქეიფეს რესტორანში, რომელიც ოფიციანტს 99 ხინკალს უკვეთავს, მცირდება სარიტუალო სუფრების რაოდენობა, რომლის სტუმრების რაოდენობა 100 კაცს აჭარბებს. პრაქტიკულად ვერ ნახავთ საქორწილო სუფრას, რომელშიც სტუმრების რაოდენობა 1000 – 1500 კაცს აღემატება. არადა, ეს ყველაფერი კიდევ 10-15 წლის წინათ, პრაქტიკულად, ყოველდღიური ყოფის ელემენტს წარმოადგენდა.

მოქალაქეები გახდნენ კანონმორჩილები, ყოველწლიურად მცირდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები. პრაქტიკულად ვერ ნახავთ მძღოლს, რომელიც ტანზე ღვედს არ იკრავს. ქართველებმა ისწავლეს რიგში დგომა, შუქნიშანის ნიშნების დაცვა, სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი წინასწარ გეგმავს თავის ყოფას, შვებულებას, დასვენებას და ა.შ. მოკლედ, ამ თვალსაზრისით ცვლილებები თვალსაჩინოა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ცვლილებების უმრავლესობა განპირობებულია ეკონომიკური ფორმაციით და კანონის მიმართ შიშით და არა პატივისცემით. Mმოკლედ, ეს ძალზედ მნიშვნელოვანი და უდავოდ პოზიტიური ცვლილებები უკავშირდება ჩვენს ეკონომიკურ და აქედან სოციალურ და ყოფით კულტურას, მაგრამ ადამიანი არ არის მხოლოდ ჰომო ეცონომიკუს-ი.

ქართველებს გაგვაჩნია მდიდარი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და არქეტიპული აზროვნება, რომელიც იოლად შეიძლება იღებდეს რაციონალურ ცვლილებებს, მაგრამ ძნელად თუ შეეგუება ცნობიერების ძირეულ ტრანსფორმაციას და მსხვრევას. მენტალური ცვლილების საფრთხესთან დაკავშირებით მინდა შევეხო ბოლოდროინდელ მოვლენებს.

დავიწყოთ იმ თემით, რომელიც ეხება კანონპროექტს, რომელმაც საქართველოში არსებულ კონფესიებს და დენომინაციებს მიანიჭა საჯარო სუბიექტის სტატუსი. ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება დიდი ვნებათაღელვის გამოწვევის მიზეზად იქცა საპატრიარქოშიც და საზოგადოების დიდ ნაწილში. მოდით, გავაანალიზოთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ვნებათაღელვის მიზეზი?

სახელისუფლებო წრეებში და არა მხოლოდ იქ, ისმოდა კრიტიკული და მეტად გაღიზიანებული კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ შორს არის ევროპული და საერთო ცივილიზაციური პარადიგმებისგან, რომლის ქვაკუთხედსაც წარმოადგენს ადამიანის უფლებები და აღმსარებლობის და რწმენის უფლება, რომ ჩვენი მართლმადიდებელი მრევლი არის ჩამორჩენილი და უკიდურესად შეუწყნარებელი. ფორმალურად, ევროპელის ან ჩრდილოეთ ამერიკელის გადმოსახედიდან შეიძლება ასეც ჩანდეს, მაგრამ ჩვენ არ ვართ არც ინგლისელები და არც ნორვეგიელები და ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი ისტორია და კულტურა, სხვა თუ არაფერი, განსხვავებული განვითარების ტრაექტორიას გვკარნახობს.

მაგალითად, ძალიან მცირეა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებშიც სასულიერო მღდელმთავარი სარგებლობს ისეთი პატივისცემით და გავლენით, როგორც საქართველოში. მრევლს, პატრიარქის სახით, ჰყავს სულიერი მწყემსი, უზენაესი ავტორიტეტი და ამ ავტორიტეტის მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა თუ მოწოდება განიხილება როგორც განწყობა, როგორც სტიმული მოქმედებისათვის. როდესაც ჩვეულებრივი მწყემსი ახორციელებს გარკვეულ მოქმედებებს, რათა გადაარჩინოს ფარა, მას არავინ ეკითხება ან სთხოვს საფრთხის იდენტიფიკაციას და მისი მოქმედებების ადეკვატურობის დასტურს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელი მრევლი დღესდღეობით წარმოადგენს ყველაზე მრავალრიცხოვან სოციალურ და რელიგიურ ჯგუფს, რომელსაც გააჩნია პიროვნება, რომლის ავტორიტეტი და გავლენა სცილდება ამ ჯგუფის არეალს. საქართველოს პატრიარქს არ სჭირდება არც მედია ან სხვა რესურსი თავისი გავლენის განსამტკიცებლად. საკმარისია მხოლოდ მისი ერთი სიტყვა. და როდესაც ეს სიტყვა გაისმა, თბილისი გახდა მოწმე ყველაზე მრავალრიცხოვანი მანიფესტაციისა, რომელიც კი ჩატარებულა ამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში. ნახევრადსტიქიურმა, შთამბეჭდავმა მსვლელობამ გარკვეულ შოკში ჩააგდო ხელისუფლება და მის რიგებში მსუბუქი პანიკა გამოიწვია. ხელისუფლება იძულებული გახდა წასულიყო კომპრომისზე ეკლესიასთან და ეს ფაქტიც აღნიშვნის ღირსია, ვინაიდან მანამდე ხელისუფლება არ უშვებდა კომპრომისს არც ერთ სოციალურ ჯგუფთან.

- უმძიმესი ეკონომიკური რეფორმები აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებმაც გადაიტანეს. შესაძლოა, ამ ქვეყნების ერების მენტალობაშიც მოხდა გარკვეული ცვლილებები, მაგრამ შესამჩნევ ცვლილებებზე პრაქტიკულად არავინ საუბრობს. ყურადღება მახვილდება თვალშისაცემ ამერიკანიზაცია-ევროპეიზაციის მცდელობებზე, მაგრამ ეს საუბრის სხვა თემაა.

თქვენი აზრით, რა გავლენა იქონია ქართულ მენტალობაზე პოლიტიკური ნიშნით 90-იან წლებში შიდადაპირისპირებამ და შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო-პოლიტიკურმა მარცხებმა?

- ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და საზოგადოებაც, როგორც ადამიანთა ერთობა არ შეიძლება შეფასდეს ერთგვაროვნად. შესაძლებელია, საზოგადოებაში არსებულ სხვადასხვა ტრენდებზე საუბარი. მაგალითად, ზოგი ადამიანი, თუკი მას ჩხუბში მაგრად სცემენ, ჩამოჰყრის ყურებს და დაკომპლექსდება. ზოგი კი, იმ იმედით დაიწყებს ვარჯიშს, რომ მომავალში გაუსწორდეს თავის მცემელს. მართალია, ჩვენი სიტუაცია ბევრად რთულია, ჩვენ რამდენიმეჯერ კარგად გვჟეჟეს და ეს საფრთხე კვლავ ნარჩუნდება, მაგრამ საიმისოდ, რომ განვთავისუფლდეთ დამარცხებულების კომპლექსისაგან, უნდა ვიფიქროთ თუ რატომ გვცემეს?

რატომ ვრჩებით ერთი ერთზე სუბიექტთან, რომლის წონითი კატეგორია რამდენჯერმე აღემატება ჩვენს წონით კატეგორიას. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი გზა, რომელიც აგვარიდებს ამ სუბიექთან პერმანენტული კონფრონტაციის რეჟიმს და მოგვცემს ნორმალური განვითარების საშუალებას.

ამდენად, წარსულის, შეცდომების ანალიზი და საბოლოო მიზნების ჩამოყალიბება უნდა იქცეს ახალი ეტაპის საწყისად. თქვენ საუბრობთ ამერიკანიზაცია – ევროპეიზაციაზე, ან ფართო გაგებით ვესტერნიზაციაზე, მე კი მხოლოდ სინგაპურიზაციაზე საუბარი მესმის. არა და, ვესტერნიზაცია და სინგაპურიზაცია რადიკალურად დაპირისპირებული კონსტრუქტებია.

ერთი გულისხმობს ჰუმანიტარული ასპექტების განვითარებას, ადამიანის პატივისცემას, მისი სოციალური, ეკონომიკური ინიციატივების წახალისებას, მისი ჯანმრთელობის და განათლების მხარდაჭერას. ხოლო სინგაპური წარმოადგენს ქალაქ–სახელმწიფოს, სადაც არ არსებობს თავისუფალი მედია, რომლის აბორიგენული მოსახლეობა დიდი ხანია, რაც არის უმცირესობაში, ხოლო სახელმწიფო ენებად გამოცხადებულია ჩინური და ინგლისური. სხვათაშორის, ინგლისური ენის სინგაპურულ დიალექტს წარმოადგენს ე.წ. "მანგლიში".

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი სინგაპურელების ყოფიდან, რომელიც ყველაზე ხატოვნად გამოხატავს იმას, თუ რას წარმოადგენს ეს საზოგადოება. თუკი ერთ-ერთ პოტენციალურ მშობელს არ გააჩნია განათლება, სახელმწიფო მას დაჟინებით სთავაზობს სტერილიზაციას, თუმცა, საკმაოდ დიდი ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ. სინგაპურული ევგენიკა მიზნად ისახავს "სწორად განვითარებული" ერის გაზრდას. ამავე დროს, სინგაპური წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სახელმწიფოს. მე მაქვს კითხვა და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უახლოეს მომავალში მოუწევს ძალიან ბევრს – გვინდა ვიყოთ უზრუნველყოფილი ნახირი თუ ღირსეული და თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება?

- ხშირად გამოითქმის აზრი, რომ ჩვენში ფსევდოამერიკანიზაციისა და ფსევდოევროპეიზაციის პროცესმა პიკს მიაღწია. საზოგადოების ნაწილი ამ პროცესს ღიად უპირისპირდება, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის ამ თვალსაზრისით რაც ხდება, სავსებით მისაღებია.

ეს საზოგადოების ცნობიერების "ევროპულ-ამერიკული ფასეულობებისადმი" მიდრეკილებაზე შეიძლება მიანიშნებდეს თუ იმას, რომ საზოგადოება ქვეყანაში მიმდინარე ექსპერიმენტებისგან გადაღლილია და პროტესტის უნარიცა და ენერგიაც, პრაქტიკულად დაკარგული აქვს?

- ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებისგან საქართველოს მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია ისმენს საუბარს "სინგაპურიზაციის" შესახებ. ეს საფრთხე ცივილიზაციური საფრთხეა, ამას არა მხოლოდ ევროკავშირის მესვეურები აღნიშნავენ, არამედ თავის პუბლიკაციებში საუბრობენ ჰატინგტონი, ფუკუიამა. ყველა აღიარებს, რომ სინგაპურის ავტოკრატიული, კონფუციანურ ეთიკაზე დამყარებული კაპიტალიზმი, დასავლეთის, ლიბერალურ ფასეულობებზე დამყარებული კაპიტალიზმისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს მოდელი ბევრად უფრო სახიფათოა დღეს, ვიდრე კომუნისტური საფრთხე წარსულში, ვინაიდან ეს მოდელი, ტოტალური სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევისა და შეზღუდვის სანაცვლოდ კეთილდღეობას გვთავაზობს. თავისი არჩევანის გაკეთება ყველას მოუწევს.

რაც შეეხება სხვა "ზაციებს" ბუნებრივია, ჩვენი ცივილიზაციური აზიმუტი ევროპაში დევს, მაგრამ ჩვენ თავს რომ ვეკუთვნოდეთ, ჯერ ჩვენი თავი უნდა მოვიპოვოთ. ზემოთ აღვნიშნე, რომ ჩვენი ისტორია და კულტურა, სხვა თუ არაფერი, განსხვავებული განვითარების ტრაექტორიას გვკარნახობს. მიმაჩნია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა გააჩნდეს განსაკუთრებული, უნიკალური და ექსკლუზიური სტატუსი. რატომ? ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩემთვის, არაეკლესიური ადამიანისთვის, ქართული ეკლესია არ არის მხოლოდ რწმენის და საკრალური ცოდნის ეპარქია. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის დროს, სწორედ მართლმადიდებელი ეკლესია გვევლინებოდა ქართული იდენტობის და ქართული სახელმწიფოს პრედიკატად.

პარადოქსია, იმიტომ რომ ევროპაში, ეს სხვაგვარად იყო. კათოლიკური და შემდგომ პროტესტანტული ეკლესიები არ ცნობდნენ ეროვნული სახელმწიფოს ცნებებს და ცდილობდნენ თითოეულ ადამიანზე ტოტალური კონტროლის დაწესებას. სხვადასხვა მონაცემებით, ინკვიზიციის მსხვერპლთა რაოდენობა ევროპაში შეადგენდა 10 – 20 მილიონამდე ადამიანს. სწორედ ამით არის განპირობებული განმანათლებლების მოღვაწეობა ევროპაში და ამ მოღვაწეობის შედეგად წარმოქმნილი მძლავრი ემანსიპაციის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპული ეკლესიების განდევნას საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და სამოქალაქო აზროვნების, ეროვნული თვითშეგნების და მოქალაქეობრივი უფლებების და თავისუფლებების ჩამოყალიბებას.

თუკი ჩემი ეკლესია, სხვა ეკლესიების მსგავსად არ ებრძოდა თავის ერს და პირიქით, თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა და ინარჩუნებდა ერს, მამულსა და სახელმწიფოს – რატომ არ უნდა სარგებლობდეს ის განსაკუთრებული მდგომარეობით იგივე სახელმწიფოს მხრიდან? ეს ხომ ჩვენი და არა ფრანგის, ან ესპანელის ისტორიაა? რაც შეეხება ხალხში არსებულ საპროტესტო პოტენციალს, ზემოთ აღვნიშნე, რომ ის არსებობს, უბრალოდ საზოგადოება პროტესტის ფორმისა და საბაბის ძიებაშია.

- თქვენი აზრით, რით აიხსნება და რაზე შეიძლება მიუთითებდეს ის, რომ ქართულ საზოგადოებაში სოციალურ ნიადაგზე უკმაყოფილების გამოხატვა სირცხვილად მიიჩნევა?

- ამასთან დაკავშირებით ისმის კითხვა – რატომ იწვევს საპატრიარქოსთან დაკავშირებული მოვლენები საზოგადოების მხარდაჭერას, ხოლო ფოტორეპორტიორების მიმართ ჩადენილმა აშკარა უსამართლობამ რატომ ჰპოვა ლოკალური მხარდაჭერა მხოლოდ მათთან სოლიდარულ კოლეგებში?

სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების თანახმად, ქართველების ღირებულებათა პირამიდა უცვლელი რჩება. პირამიდის სათავეში ტრადიციულად მოთავსებულია ისეთი ცნებები, როგორიც არის სამშობლო, სარწმუნოება, ოჯახი და ეროვნულობა.

ტრადიციულად, ქართველებში ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კერძო საკუთრება არ წარმოადგენენ მაღალი რანგის მქონე ღირებულებებს. ეს ღირებულებათა იერარქია ძალზე წააგავს ქართულ სუფრაზე წარმოთქმულ სადღეგრძელოების რიგითობას. თამადა, როგორც წესი უფლის დიდების სადღეგრძელოთი იწყებს, ხოლო შემდეგ წარმოთქვამს ქვეყნის, ოჯახის და ქართველობის დღეგრძელობას. ქართულ სუფრაზე არ ისმევა არც დემოკრატიის და არც ადამიანის უფლებების სადღეგრძელო.

შესაძლოა, ეს ცნებები სუფრის რიტორიკისთვის მართლაც არადამახასიათებელი გარემო იყოს, მაგრამ ადამიანის უფლებების, ან კიდევ კერძო საკუთრების ქართულ სუფრაზე დალოცვა ხომ წარმოუდგენელია. რიტუალი პატივს სცემს სიმბოლოებს, რომლის საკრალური შინაარსი შეიძლება დაკარგული, ან დამახინჯებული იყოს, მაგრამ მეხსიერება ვერ ელევა ამ სიმბოლურ აზროვნებას და ამ სიმბოლოების თუნდაც რიტუალურ პატივისცემას. აზროვნებ ისე, როგორც მეტყველებ, ხოლო ჩვენს შორის არსებული კომუნიკაციაც ძალზედ განსხვავდება ევროპელების კომუნიკაციისგან.

ჩვენ ხშირად არ ვამბობთ პირდაპირ იმას რასაც ვფიქრობთ. ხშირად ვხმარობთ ევფემიზმებს, ვცდილობთ ძირითადი აზრის დეზავუირებას, ვერიდებით ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევას და მიდრეკილნი ვართ ამაღლებული რომანტიზმის და არტისტული პათოსისკენ. პათოსი კი არ ცნობს კერძო საკუთრებას, სოციალურ გაჭირვებას და თუნდაც ადამიანის უფლებას. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქართველებს არ ანაღვლებს სოციალური პრობლემა, ან მტკივნეულად არ აღიქვამს თავისი უფლებების დარღვევას. უბრალოდ, ქართველი ამ მოწოდებების ქვეშ საპროტესტო აქციაზე მასობრივად არ გამოვა. მას სჭირდება ამაღლებული მოტივი, რომელიც ჩაანაცვლებს მის გაჭირვებას.

- დემოკრატიისა და ცხოვრების მაღალი დონით ნაქებ ბრიტანეთში უპერსპექტივობისა და სოციალური უთანასწორობის მიზეზით ბრიტანელი ახალგაზრდების ბუნტმა მსოფლიო განაცვიფრა. ბრიტანეთში ახალგაზრდების ბუნტს აშკარად გამოკვეთილი სოციალური საფუძველი ჰქონდა. რუსი სოციოლოგები რუსეთში ბრიტანეთის მსგავს და ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ უფრო ძლიერ ეწესრიგობებს პროგნოზირებენ. ამ მხრივ, ჩვენთან მდგომარეობა როგორია? რამდენად სავარაუდოა, თავისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოში ახალგაზრდობის გააქტიურება?

- ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ არის იმ ილუზიის ტყვეობაში, რომელიც იხატება თუნდაც, მთავრობის კაბინეტის შემადგენლობით. რიგითი ახალგაზრდა ხედავს 26 წლის მინისტრს, 23 წლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და მას ეუფლება განცდა, რომ ვერტიკალური მობილობის ხარისხი ძალზედ მაღალია და იგი სოციალური ლიფტის მეშვეობით სწრაფად შეძლებს კარიერულ სვლას. ეს ილუზია დაიმსხვრევა. თუკი გავითვალისწინებთ სახელმწიფო ბიუროკრატიაში ადგილების შეზღუდულ რაოდენობას და იმასაც, რომ ბიუროკრატიის ძირითადი საკადრო რესურის ფორმირების პროცესი უკვე ორი წელია რაც დასრულდა. ამასთან ერთად, ქვეყანაში არსებობს მნიშვნელოვანი ახალგაზრდული სეგმენტი, რომელსაც გააჩნია მძლავრი საპროტესტო მუხტი, ნაწილი ამ ახალგაზრდების საქმიანობს სხვდასხვა არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორში, ნაწილი კი ვერ ახერხებს თვითორგანიზაციას.

- მალე შემოდგომაც მოვა და ქვეყანაში ახალი პოლიტიკური სეზონი დაიწყება. ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, შემოდგომაზე აქციების დაწყებას აანონსებს. თქვენი აზრით, პოლიტიკური აქტივობის თვალსაზრისით სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს მოახლოებული შემოდგომა?

- შემოდგომაზე ტრადიციულად მოსალოდნელია გარკვეული ტიპის აქტივობები. თუ რა მასშტაბებს შეიძენს მომავალი საპროტესტო ტალღა რთული სათქმელია, ვინაიდან დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. სხვათა შორის, ხელისუფლებაც ტრადიციულად იყენებს ზაფხულს შემოდგომა-ზამთრის მოსალოდნელი პროცესების მოსამზადლებლად. შარშან ზაფხულში ხელისუფლება ენერგიულად "აგვარებდა" გარე მოვაჭრეების და ლტოლვილების საკითხს. წელსაც, ლტოლვილები იძულებით ტოვებენ უკანასკნელ კომპაქტურად დასახლებულ წერტილებს. ამავე დროს, ხელისუფლება ჰპირდება პენსიონერებს საშემოდგომოდ პენსიების გაზრდას.

თუმცა, ჩემი აზრით, შემოდგომაზე სოციალური ფონი კვლავ დამძიმდება. საპროტესტო ელექტორატის ბაზისურ ჯგუფს კი საშუალო და საშუალოზე მაღალი ასაკის მოქალაქეები წარმოადგენენ. ეს სწორედ მოქალაქეების ის კატეგორიაა, რომლებშიც მძაფრდება პროტესტი "სინგაპურიზაციის" წინააღმდეგ.

შესაძლოა, მომავალი საპროტესტო აქციების ძირითად ლაიტმოტივად სწორედ ეროვნულ იდენტობის და მის შენარჩუნებასთან დაკავშირებული საკითხი გახდეს. თუკი გავითვალისწინებთ დაძაბულობას ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის, მრევლში არსებულ რადიკალურ განწყობებს, ამ ყველაფერმა შეიძლება საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღოს.

თუკი აღმოჩნდა პოლიტიკური ძალა, რომელიც რიტუალურ სადღეგრძელოებს ახალი შინარსიით შეავსებს და დევიზად აქცევს, თუკი გამოჩნდება ძალა, რომელიც ახალ ინტელექტუალურ, განათლებულ ნაციონალიზმს იქადაგებს და შეეცდება თავის გარშემო ფართო გაერთიანების ჩამოყალიბებას, შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა ახალი, დინამიკური ცვლილების წინაშე დადგეს.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში