ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილს რობერტ სტურუასათვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილს რობერტ სტურუასათვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მიხეილ სააკაშვილს რობერტ სტურუასთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

ხატიაშვილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა თავისი გადაწყვეტილება უკან უნდა წაიღოს და სტურუა დააბრუნოს თანამდებობაზე. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ერთნაირად დააზარალებს საქართველოს ,,მულტიეთნიკურ და მულტიკულტურულ" საზოგადოებას.

~მე მეშინია ქვეყნის დასაცინი არ გავხდეთ, სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმის გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული მაშფოთებს და იცით რატომ გენიალური რეჟისორის რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება თვითონ რეჟისორს კი არა ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, ხაზს ვუსვამ ,,საქართველოს მოქალაქეებს" დაგვაკლდება, დაგვაკლდება მისი შექსპირი, რომელსაც ინგლისელებზე უკეთესად დგამს, დაგვაკლდება მისი ჩეხოვი, რომელსაც რუსებზე უკეთესად დგამს. არა მგონია დღეს, დიდი მაესტრო, რობერტ სტურუა ვინმემ შეცვალოს, დიდი მაესტრო, ხომ 20-21 საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ფასეული საზოგადო მოღვაწეა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

საოცარია, ქსენოფობიით შეპყრობილ რეჟისორს სიხარულით იწვევს ინგლისის სამეფო თეატრი, რუსეთის 5 წამყვანი თეატრალური დასი და კიდევ მრავალი სხვა.

ვფიქრობ, ცოტა სერიოზულად და პრაგმატულად უნდა მივუდგეთ ეროვნულ ფასეულობებს და ამ შემთხვევაში რობიკო სტურუას ფენომენს. მე ვურჩევ თვითმარქვია პრეზიდენტს, უკან წაიღოს თავისი არაეროვნული ნიშნების მატარებელი ბრძანება და ბოდიში მოიხადოს ჯერ დიდი მაესტროს წინაშე შემდეგ საქართველოს მოქალაქეების წინაშე~, - ნათქვამია განცხადებაში.

რობერტ სტურუა კულტურის მინისტრის ბრძანებით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.