საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 10 პირი დააკავეს

საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 10 პირი დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 10 პირი დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, დაკავებულებიდან ერთი თურქეთის მოქალაქე ბოი მემეთია, ერთი ინდოეთის მოქალაქე სინგჰ ჯესპრიტი, ხოლო რვა ბანგლადეშის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან.

ისინი სასზღვრო–საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას ცდილობდნენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19–344–ე მუხლის II ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა.