ქდმ-ს ორგანიზებით ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ქდმ-ს ორგანიზებით ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

"ქრისტიან-დემოკრატების" ორგანიზებით, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენცია, სახელწოდებით "სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკა", სასტუმრო "სანაპიროში", დღეს გაიხსნა და მასში 8 ქვეყნის 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

ღონისძიება "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ გახსნა.

"უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა ჩვენი პარტიის ეგიდით სხვადასხვა დონის საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება. ხშირად გვიწვევენ საზღვარგარეთ, რაც გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, თეორიული ცოდნის გაღრმავებსთან ერთად, მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური პრაქტიკა. ამჯერადაც ბევრ აქტუალურ თემაზე მსჯელობას ვაპირებთ ჩვენი პარტნიორი პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან" - განაცხადა თარგამაძემ.

კონფერენცია 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ ჰოლანდიის, უნგრეთის, ლიტვის, უკრაინის, ბელორუსის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები.