"იაკ-42"-ის კატასტროფას გადარჩენილი ორი მგზავრის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ექიმები სამგზავრო თვითმფრინავის, "იაკ-42"-ის კატასტროფას გადარჩენილი ალექსანდრ გალიმოვისა და ალექსანდრ სიზოვის მდომარეობას უკიდურესად მძიმედ აფასებენ, - ამის შესახებ ”რია ნოვოსტი” იუწყება.
ბოლო ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 32 მგზავრის ცხედარი უკვე ნაპოვნია. თვითმფრინავში სულ 45 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან მხოლოდ 2 გადარჩა.
იაროსლავლში, აეროპორტ "ტუნოშნასთან" სამგზავრო თვითმფრინავმა "იაკ-42" კატასტროფა დღეს საღამოს განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე ჰოკეის გუნდი "ლოკომოტივის" მოთამაშეები იმყოფებოდნენ. თვითმფრინავი აფრენისას, აეროპორტიდან ორ კილომეტრში ჩამოვარდა. ის იაროსლავლიდან მინსკის მიმართულებით მიფრინავდა. ჩამოვარდის შედეგად თვითმფრინავი ნაწილებად დაიშალა.
"ლენტა.რუს"-ს ინფორმაციით, რუსეთის ავიაციის სამსახურში უკვე განაცხადეს, რომ თვითმფრინავმა აფრენისას უსაფრთხო სიმაღლის აღება ვერ მოახერხა და შუქურის ანტენას შეეჯახა. შედეგად თვითმფრინავი ორ ნაწილად გაიყო და ჩამოვარდა.
იაროსლავლში იმყოფება რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი.

























