სირიაში სახელისუფლო ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას 9 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში სახელისუფლო ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას 9 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ქალაქ ხომსში სახელისუფლო ძალებსა და დემონსტრანტებს შორის მორიგ შეტაკებას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, ხომსის რამდენიმე რაიონში ინტენსიური სროლა ისმის. ინტერნეტში განთავსდა კადრები, სადაც დემონსტრანტების მიმართულებით სნაიპერები ისვრიან.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ სირიის ხელისუფებას კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებში დასდო ბრალი. სირიაში ანტისახელისუფლებო გამოსვლები ამ დრომდე გრძელდება. დემონსტრაციებს უკვე 2000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.