საფონდო ბირჟაზე "საქართველოს ბანკის" აქციებზე მოთხოვნა და ფასი გაიზარდა

თბილისის საფონდო ბირჟაზე "საქართველოს ბანკის" აქციებზე მოთხოვნა და ფასიც გაიზარდა.
დღევანდელ საბირჟო ვაჭრობაზე ბანკის 400 ფასიანი ქაღალდი გაიყიდა, რაც წინა ვაჭრობაზე გაყიდულთან შედარებით 280 აქციით მეტია.
"საქართველოს ბანკის~ აქციებზე დღეს ორი გარიგება დაიდო, გაყიდული აქციების ჯამურმა ღირებულებამ 9 500 ლარი შეადგინა.
~საქართველოს ბანკის~ აქციების ფასი დღეს 23.7000 ლარით განისაზღვრა, ნაცვლად წინა ვაჭრობაზე დაფიქსირებული 23.5000 ლარისა.

























