საფონდო ბირჟაზე "ლიბერთი ბანკის" აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა

საფონდო ბირჟაზე "ლიბერთი ბანკის" აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა

თბილისის საფონდო ბირჟაზე "ლიბერთი ბანკის" აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა, ფასი კი უმნიშვნელოდ შემცირდა.

დღევანდელ ვაჭრობაზე ~ლიბერთი ბანკის~ 187 817 ფასიანი ქაღალდი გაიყიდა, რაც წინა ვაჭრობაზე გაყიდულთან შედარებით 117 817 აქციით მეტია.

ბანკის აქციებზე დღეს 3 გარიგება დაიდო, გაყიდული აქციების ჯამურმა ღირებულებამ კი 4 929 ლარი შეადგინა.

~ლიბერთი ბანკის~ ერთი აქციის ფასი 0.0269 ლარით განისაზღვრა, ნაცვლად წინა ვაჭრობაზე დაფიქსირებული 0.0270 ლარისა.