სტამბულის აეროპორტში ბომბის აფეთქების საფრთხის გამო სამგზავრო ავიალაინერმა არაგეგმიური დაშვება განახორციელა

სტამბულის აეროპორტში ბომბის აფეთქების საფრთხის გამო სამგზავრო ავიალაინერმა არაგეგმიური დაშვება განახორციელა

სტამბულის აეროპორტში ბომბის აფეთქების საფრთხის გამო სამგზავრო ავიალაინერმა არაგეგმიური დაშვება განახორციელა.

ავიალაინერი, რომელიც "პაკისტანის ავიახაზებს" ეკუთვნის, პაკისტანიდან მანჩესტერში მიფრინავდა. "როიტერის" ინფორმაციით, საუბარია "ბოინგ 777"-ზე, რომლის ბორტზეც 378 მგზავრი იმყოფებოდა. ამჟამად ავიალაინერის სალონი უკვე დაცლილია და მას კინოლოგები და პოლიცია ათვალიერებს. საიდან შევიდა შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ, ამ ეტაპზე უცნობია.

გარდა ამისა, კიდევ ერთი თვითმფრინავი, რომელიც ასევე "პაკისტანის ავიახაზებს" ეკუთვნის, მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურის აეროპორტში დაჯდა. მიზეზი ასევე ბორტზე ბომბის შესაძლო არსებობა გახდა.