მაია კობახიძე განათლების სამინისტროს მიერ განათლების პროფკავშირის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრობს

მაია კობახიძე განათლების სამინისტროს მიერ განათლების პროფკავშირის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრობს

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განათლების პროფკავშირის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრობს.

~ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სამინისტრომ დაიწყო ახალი კამპანია განათლების პროფკავშირის წინააღმდეგ. დაშინების მეთოდით - "სამსახური ან პროფკავშირი", მიმდინარეობს პედაგოგთა იძულებითი გაყვანა პროფკავშირების რიგებიდან~, - აცხადებს კობახიძე.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მიმართავს პედაგოგებს, აქტიურად დაიცვან თავიანთი შრომითი და სამართლებრივი უფლებები, თავი შეიკაონ დირექტორების მოთხოვნით, პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან წასვლისგან და გახადონ საჯარო მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლა.

~მიუხედავად უმძიმესი ვითარებისა და ზეწოლისა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ვაგრძელებთ ფუნქციონირებას და ჩვენ ხელთ არსებული რესურსებით განვაგრძობთ პედაგოგთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას~, - აღნიშნავს მაია კობახიძე.