სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქვესადგურ "ორხევში" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 10:00-დან 17:00 საათამდე, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება .
"თელასის" ინფორმაციით, დროებითი შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, ჟორესის, ჭიჭინაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.

























