მიხეილ სააკაშვილი მოლდოვას პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოლდოვას პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ ფილატს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას და სამომავლო სტრატეგიულ გეგმებს შეეხო, რომელიც ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს უკავშირდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეები ერთობლივი, ეფექტიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ, რომელიც ევროკავშირის პარტნიორობის ფარგლებში კიდევ უფრო დააჩქარებს ამ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
როგორც მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა მასმედიის წარმომადგენლებთან აღნიშნა, საქართველოსა და მოლდოვას პოზიციების თანხვედრა უფრო მეტ შედეგს მოიტანს ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე.

























