საქართველოს საგარეო უწყება იაროსლავთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო უწყება იაროსლავში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.
რუსეთის ქალაქ იაროსლავლში, 7 სექტემბერს, აეროპორტ "ტუნოშნასთან" სამგზავრო თვითმფრინავმა "იაკ-42" კატასტროფა განიცადა. ავიაკატასტროფის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე ჰოკეისტთა გუნდ "ლოკომოტივის" მოთამაშეები იმყოფებოდნენ.

























