WikiLeaks - თბილისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ ან ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილის შეცვლას გეგმავდნენ

თბილისში 2009 წელს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აშშ ან ევროკავშირი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეცვლას გეგმავდნენ.ამის შესახებ შეერთებული შტატების იმდროინდელი ელჩის, ჯონ ტეფტის შეტყობინებაშია ნათქვამი, რომელიც საიტმა WikiLeaks-მა გამოაქვეყნა.
2009 წლის 6 იანვრით დათარიღებულ გზავნილში ელჩის წერს, რომ ამ თემაზე ინფორმაცია დიმიტრი შაშკინმა მიაწოდა. კერძოდ, შაშკინის ინფორმაციით, თბილისში ფართოდ იყო გავრცელებული ჭორი, რომ გაზაფხულზე აშშ სააკაშვილის შეცვლას გეგმავდა. ამ საკითხზე მას "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები – გიორგი თარგამაძე და ლევან ვეფხვაძეც ესაუბრნენ.
"შაშკინმა დაარწმუნა ისინი, რომ ეს არავის გეგმებში არ შედიოდა. თარგამაძემ, ასევე, გაუზიარა ალტერნატიული თეორია სააკაშვილთან დაკავშირებით – ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველო სააკაშვილს ალასანიათი შეცვლის ან ევროკავშირის კომისიის ხელმძღვანელი ჰაიდი ტალიავინი სააკაშვილის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემას მოითხოვს", - ნათქვამია ელჩის წერილში, რომელსაც WikiLeaks-ი ავრცელებს.

























