საბურთალოს რაიონის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

საბურთალოს რაიონის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქვესადგურში "საბურთალო-1" მაღალი ძაბვის ხაზებზე ავარიულ-აღდგენითი სამუშაოების გამო, ხვალ საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, 13:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: გამსახურდიასა და ყაზბეგის გამზირს ნაწილობრივ, მიცკევიჩის, საბურთალოს, ბახტრიონის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, დოლიძის, ბურძგლას, ცაგარელის, საირმის, ხვიჩიას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

აბონენტებს ელექტრომომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.