მსოფლიოში კიბოთი დაავადების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა

მსოფლიოში კიბოთი დაავადების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა

ჯანდაცვის მსოფილო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კიბოთი დაავადების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. კიბოს მსოფლიო კვლევის ცენტრის ექსპერტები ამ საზარელი დიაგნოზის დინამიურ მატებას მომავაშიც ვარაუდობენ, მიზეზი უმოძრაო ცხოვრების წესი და ცუდი კვებაა.

როგორც "ბი-ბი-სი"-ს იუწყება, ყოველწლიურად მსოფლიოში კიბოს დიაგნოზს 12 მლნ ადამიანს უსვამენ. მათ შორის 2,8 მლნ შეემთხვევის მიზეზი არაჯანსაღი ცხოვრების წესი და ჭარბი წონაა. ექიმების დაკვირვებით, პლანეტის მოსახლეობა თანდათან გადაეჩვია ფიზიკურ აქტივობას, გაიზარდა ჭარბწონიან ადამიანთა რაოდენობა, რაც კიბოს რისკს მთელს პლანეტაზე ზრდის.

სპეციალისტებმა იმ ქვეყნების "შავი სიაც" შეადგინეს, სადაც კიბოს შემთხვევების მატების რისკი მაღალია. სიის თავში დანიაა, შემდეგ მოდის ირლანდია, ავსტრალია და ახალი ზელანდია.

კიბოს საერთაშირისო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საგანგაშო მონაცემებს ექსპერტები გაეროს წევრი ქვეყნების ლიდერებს წარუდგენენ. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ გენერალური ანსამბლეა პრობლემის მოსაგვარებლად ქმედით ზომებს მიიღებს.

"დაავადებები, რომლებიც ცხოვრებიც წესს უკავშირდება, კაცობრიობის ყველაზე დიდი პრობლემაა. ამაზე მილიონობით ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული", - აცხადებს ფონდის პროფესორი ნარტინ ვაიზმანი.