"ჯეოსელი" სტუდენტურ აქციას იწყებს

"ჯეოსელი" სტუდენტურ აქციას იწყებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კომპანია "ჯეოსელი" ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, სტუდენტურ აქციას იწყებს.

სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში არსებულ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტუდენტები "ჯეოსელ-კონექტს" სპეციალურ ფასად - ნაცვლად 79-ისა 59 ლარად შეიძენენ, მიიღებენ 1 გბ მობილურ ინტერნეტ-ტრაფიკს უფასოდ და ისარგებლებენ მობილური ინტერნეტის შეღავათიანი ტარიფით (1მგ 0.1 ლარი).

სტუდენტურ აქციასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და კომპანია "ჯეოსელის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ირმა ცქიტიშვილმა, ბრიფინგი გამართეს.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ახალგაზრდებში "ჯეოსელის" უსადენო ინტერნეტ მოდემი "ჯეოსელ-კონექტი", დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ერთობლივი აქციის ორგანიზება.

ნოდარ სურგულაძის განცხადებით, აქცია ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის ნაყოფიერების ამაღლებას, რადგან სტუდენტები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ნებისმიერ დროს უზრუნველყოფილნი იქნებიან მაღალი სიჩქარის ინტერნეტით.