თეა წულუკიანი გოკა გაბაშვილს პარლამენტარისთვის შესაფარისი წინდახედულებისკენ მოუწოდებს

თეა წულუკიანი გოკა გაბაშვილს პარლამენტარისთვის შესაფარისი წინდახედულებისკენ მოუწოდებს

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, გოკა გაბაშვილს მოუწოდებს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) დახასიათებისას პარლამენტის წევრისთვის შესაფარისი წინდახედულება გამოიჩინოს.

"შევახსენებ პარლამენტარ გიორგი გაბაშვილს, რომ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" წულუკიანმა.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ნიკა კვინტრაძე გარდაცვალებამდე პოლიციელებს ჰყავდათ დაკავებული. შს სამინისტრო ამ ფაქტს უარყოფს.

გოკა გაბაშვილმა ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ისეთი ორგანიზაცია, რომელიც თავს დებს ობიექტურობაზე, მიზანმიმართულ სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს". გაბაშვილმა აღნიშნა, რომ საია-ს ბოდიშის მოხდა მოუწევს.

ამასთან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. საია გოკა გაბაშვილს საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს.