მიხეილ სააკაშვილი - რუსეთი არასდროს გახდება ჩვენი მთავარი ბაზარი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს, პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისა და ჩემს შორის "ქიმია" ვითარდება , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ ტელეკომპანია TVP-ის განუცხადა.
ტელეკომპანიასთან საუბრისას სააკაშვილი აცხადებს, რომ "პოლონეთი სტუმართმოყვარე ქვეყანაა, სადაც შესაძლებელია ელემენტების დატენვა".
როგორც გადაცემაში "რვა საათის მიწურულს" საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი ვიზიტის მიზანია, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და პოლონელ მეგობრებთან ქმედებების კოორდინირება.
სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში პოლონეთის თავმჯდომარეობისას საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვდება - "ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, თავისუფალი ვაჭრობის ზონაში შესვლის თაობაზე, ევროკავშირთან მოლაპარაკებები დაიწყება."
როგორც მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ ტელეარხთან საუბრისას აღნიშნა, "ვარდების რევოლუციას" მოჰყვა იმიგრაცია ემიგრაციის ნაცვლად. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ევროპული ინსტიტუტების ნდობის მაჩვენებელი უმაღლეს შეფასებას იმსახურებს, რადგან ქვეყანაში დანაშაულებების დონე საგრძნობლად შემცირდა.
საქართველოს პრეზიდენტს რუსეთის მიერ ემბარგოს შესაძლო გაუქმების გადაწყვეტილებაზეც ჰკითხეს. მიხეილ სააკაშვილი რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების დაბრუნების აუცილებლობას ვერ ხედავს.
"ჩვენ არ ვართ რუსულ ბაზარზე დამოკიდებული. რუსეთი არასდროს გახდება ჩვენი მთავარი ბაზარი. რუსული ემბარგო ექსპორტის დივერსიფიცირებაში დაგვეხმარა მარტივი პრინციპით: "ის, რაც არ გკლავს, გაძლიერებს", - აღნიშნა სააკაშვილმა.

























