საია-ს ოფისთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

საია-ს ოფისთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ოფისთან არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

აქციაში მონაწილეობენ: "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "საზოგადოებრივი დამცველი", 42-ე მუხლი, "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის", "მრავალეროვნული საქართველო", "არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი - ჯანმრთელი სამყარო" , 21-ე საუკუნე, "სამართლიანი არჩევნები", "კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის", "ემიგრანტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრი", "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი", "ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი", ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო", საქართველოს პროფკავშირები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ ხელისუფლების შეტევას საქართველოს ერთ-ერთ ავტორიტეტული და კვალიფიცური ორგანიზაციაზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე. მათი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი მასალები გამოეკვლია და შეესწავლა, ორგანიზაცია სიცრუეში დაადანაშაულა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევა ეკუთვნოდა ავტორიტეტული ბრიტანული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს და არა  - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის.