ცხინვალის დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგისტრაცია ჯამბოლატ თედეევის საინიციატივო ჯგუფმა სთხოვა

ცხინვალის დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგისტრაცია ჯამბოლატ თედეევის საინიციატივო ჯგუფმა სთხოვა

ცხინვალის დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგისტრაციისთვის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის – ჯამბოლატ თედეევის საინიციატივო ჯგუფმა მიმართა.როგორც სააგენტო "რესი" იუწყება, ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ ბელა პლიევამ განაცხადა.

პლიევას თქმით, ამჟამად მიმდინარეობს შეტანილი დოკუმენტების განხილვა. საბოლოო პასუხს დე ფაქტო ცენტრალური კომისია თედეევის საინიციატივო ჯგუფს 12 სექტემბერს გასცემს. ჯამბოლატ თედეევი რუსეთის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელია და იგი მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის რადიკალურ ოპოზიციად მიიჩნევა. გავრცელებული ინფორმაციით, კოკოითიმ თედეევს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლა აუკრძალა.

ამჟამად დე ფაქტო კომისია ასევე განიხილავს კიდევ სამი კანდიდატის საინიციატივო ჯგუფების დოკუმენტებს. რეგისტრაცია უკვე გაიარა ალან კოჩიევის საინიციატივო ჯგუფმა. თუმცა, მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. კოჩიევს ბრალად დე ფაქტო პარლამენტის წევრის, ალექსანდრე პლიევის ცემა ედება და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.