"თავისუფალი საქართველო" მიესალმება IDS Borjomi International-ის მზადყოფნას, განაახლოს რუსეთში პროდუქციის მიწოდება

"თავისუფალი საქართველო" მიესალმება IDS Borjomi International-ის მზადყოფნას, განაახლოს რუსეთში პროდუქციის მიწოდება

"თავისუფალი საქართველო" მიესალმება IDS Borjomi International-ის მზადყოფნას, განაახლოს რუსეთში პროდუქციის მიწოდება. ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია ნათქვამი.

პარტიის თავმჯდომარის მოადგილე მიმი გაბრიჩიძე და პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე აღნიშნავენ, რომ "თავისუფალი საქართველო"-ს ლიდერ კახა კუკავასა და რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშენკოს შორის მიღწეულია შეთანხმება ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით.

"რუსეთში ვიზიტისას "თავისუფალი საქართველო"-ს ლიდერი შეხვდა ალექსანდრე ებრალიძეს და ქართული დიასპორის სხვა ხელმძღვანელებს. ხოლო ონიშენკოსთან კონსულტაციების პირველი შედეგი უკვე სახეზეა: გუშინ, ყველაზე მსხვილმა ექსპორტიორმა კომპანიამ "IDS Borjomi International"-მა ოფიციალურად დაადასტურა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების განახლება. პარტია "თავისუფალი საქართველო" მიესალმება "ბორჯომი"-ს მწარმოებელი კომპანიის გადაწყვეტილებას და წარმატებებს უსურვებს სამომავლო საქმიანობაში", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს არის "თავისუფალი საქართველო"-ს პირველი დიდი გამარჯვება და აცხადებენ, რომ პარტია აგრძელებს მუშაობას, რომ "ბორჯომი"-ს შემდეგ დაიწყოს ღვინისა და სხვა სახის ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში.