გიორგი ბარამიძე პოლონეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდა

გიორგი ბარამიძე პოლონეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდა

პოლონეთის ქალაქ კრინიცაში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დღეს, გაიმართა ვიცე პრემიერ-მინისტრის გიორგი ბარამიძის შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკაშიახლად შექმნილ ქართული სათვისტომოს გამგეობის წარმომადგენლებთან.

ვიცე პრემიერის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარო შეეხო სათვისტომოს სამომავლო გეგმებს, სათვისტომოსა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე პოლონეთში საქართველოს ინტერესების დაცვაზე, ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე და საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების გააქტიურებაზე.