ვლადიკავკაზში ედუარდ კოკოითის ოპოზიციის შეკრება გაიმართა

ვლადიკავკაზში ედუარდ კოკოითის ოპოზიციის შეკრება გაიმართა. ამის შესახებ "კავკაზსკი უზელი" იუწყება.
შეკრებაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ოპოზიციამ 13 ნოემბრის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების საკითხები განიხილა. შენობას, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა, ჩრდილოეთ ოსეთის პოლიცია გაძლიერებულად იცავდა. მიმდებარე ქუჩაზე კი მოძრაობა გადაკეტილი იყო.
კოკოითის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პარტიებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების ლიდერებმა "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების" ჩატარების მიზნით, ერთობლივი ქმედებებზე იმჯელეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 13 ნოემბერს არის დანიშნული

























