არასამთავრობოებმა საია-ს მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ წამყვანი არასმთავრობო ორგანიზაციის მიმართ აგორებული ნეგატიური კამპანიის გამო და თანადგომას უცხადებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. განცხადების მიხედვით, არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე დაუსაბუთებელი თავდასხმა, რათა არ მოხდეს საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციის და მთლიანად არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოედებენ მასმედიის წარმომადგენლებს, კერძოდ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2-ს და ტელეკომპანია "იმედს", დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის ნორმები საინფორმაციო სიუჟეტის მომზადებისას და საჯაროდ ბოდიში მოიხადონ საიასა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე ფაქტების დამახინჯებით გაშუქების გამო.
არასამთავორბოები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ განაახლოს გამოძიება მოქალაქე ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და გამოძიების შედეგები აცნობოს საზოგადოებას. არასამთავროებების განცხადებით, საია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, პროფესიულ ნორმაზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც წლების განმავლობაში იღწვის ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისათვის.
დღეს არასამთავრობოებმა საიას ოფისთან სოლიდარობის აქციაც გამართეს.

























