შალვა ნათელაშვილი საქართველოდან აშშ-ის ელჩის გაწვევას მოითხოვს

შალვა ნათელაშვილი საქართველოდან აშშ-ის ელჩის გაწვევას მოითხოვს

"ლეიბორისტები" საქართველოდან აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის გაწვევას მოითხოვენ.

ამის შესახებ განცხადება დღეს პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. მანვე დღევანდელ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ოფიციალური წერილი ჯონ ბასის გაწვევის მოთხოვნის შესახებ, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაქ ობამას და ამერიკის კონგრესის წევრებს გადაეგზავნებათ.

"ლეიბორისტების" თავმჯდომარის განცხადებით, პარტია ჯონ ბასის საქართველოდან გააწვევას აუცილებლად მიიჩნევს იმის გამო, რომ ელჩი, გარდა დიპლომატიური საქმიანობისა, უხეშად ერევა სახელმწიფოს მმართველობაში, გასცემს განკარგულებებს პოლიტიკის ყველა ძირითად მიმართულებებზე, იძლევა აქციების სასტიკად დარბევისა და ხალხის დახოცვის ბრძანებებს და გარდა ამისა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით, არჩევნების გაყალბებისა და ძალადობის ხარჯზე ცდილობს საქართველო შტატების კოლონიად გადააქციოს.

ნათელაშვილის განცხადებით, ის იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის პრეზიდენტი და კონგრესმენები "ლეიბორისტების" კანონიერ მოთხოვნას გაითვალისწინებენ და "საგანგებო და სრულუფლებიან პროკურორად ქცეულ ჯონ ბასს" საქართველოდან დაუყოვნებლივ გაიწვევენ.