მეტეხის ხიდთან უძველესი ციხე-ქალაქის ნაშთები აღმოაჩინეს

მეტეხის ხიდთან, 40 მოწამის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლისას, არქეოლოგებმა უძველესი ციხე-ქალაქის ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც I-II საუკუნეებით თარიღდება .

აღმოჩენილია ციხის გალავანი, რომელიც ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდისაა. გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე უფრო ძველი სასახლის ფენებიც იპოვეს, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობამდე ბევრად ადრინდელ პერიოდს მოიცავს.

გათხრების შედეგად, ამავე ტერიტორიაზე აბანოებსაც მიაკვლიეს, რომელიც პირველი-მეორე საუკუნეების ანტიკური პერიოდით თარიღდება. სპეციალისტები იმ ნივთებსაც სწავლობენ, რომლებიც დედა-ციხის ტერიტორიაზე, სამარხების გათხრის დროს იპოვეს.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აღმოჩენა კიდევ უფრო ამტკიცებს მოსაზრებას, რომ ძველი თბილისის ტერიტორიაზე დასახლება ვახტანგ გორგასლის ეპოქამდეც არსებობდა.

როგორც არქეოლოგები ამბობენ, ამ აღმოჩენის საფუძველზე, შესაძლოა, სრულიად შეიცვალოს ყველასთვის კარგად ნაცნობი ამბავი თბილისის დაარსების შესახებ.

ვიდეო

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს