"წითელ წიგნში" შეტანილ ცხოველებსა და ხეებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა დღეს სამ კომიტეტში გადაიდო.
კანონპროექტი არ განიხილა არც გარემოს დაცვის და არც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა. დღის ბოლოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა და გარემოს დაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა არც გაერთიანებული სხდომა შედგა და პროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზეც გადაიდო.
გარემოს დაცვის კომიტეტში ამბობენ, რომ კანონპროექტი, რომლითაც გადაშენების წინაშე მყოფ ცხოველებზე ნადირობა და ასეთივე ხე-მცენარეების მოჭრა უნდა გამარტივდეს, სამუშაო პროცესშია.
თუმცა, არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის დეტალები გარემოს დაცვის კომიტეტს არ მოსწონს და მის სერიოზულ გადამუშავებას ითხოვს.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში კი აღნიშნავენ, რომ გადაშენების წინაშე მყოფი ცხოველების ნადირობისას კვოტების დაწესება, სამონადირეო მეურნეობების განვითარებას შეუწყობს ხელს.
კომიტეტში აცხადებენ, რომ როდესაც შესაბამისი კვოტები იქნება, სამონადირეო მეურნეობებს სტიმული მიეცემათ გადაშენების წინაშე მყოფი ცხოველები მოამრავლონ. თუმცა, კანონპროექტში ჯერჯერობით არ წერია, რომ ნადირობა ხელოვნურად გამრავლებულ ცხოველებზე უნდა მოხდეს.
რაც შეეხება მცენარეებს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში საკანონდმებლო წინადადებაში, ცუდს ვერაფერს ხედავენ.
ცვლილებები "საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შესახებ" კანონში იგეგმება. პროექტით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის მონადირება შესაძლოა, დასაშვები გახდეს. ასევე, წითელ წიგნში" შეტანილი მცენარეების მოჭრის პირობები მარტივდება. მათ შორის, მათი მოჭრა დასაშვები იქნება არსებული საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მიზნითაც.
საკანონმდებლო წინადადების დამტკიცების არგუმენტად, ქვეყანაში ტურიზმის განვითარდება სახელდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"