"მის საქართველო - 2011" 19 წლის ჯანეტა  ქერდიყოშვილი გახდა

"მის საქართველო - 2011" თბილისელი, 19 წლის ჯანეტა ქერდიყოშვილი გახდა. სილამაზის კონკურსის რიგით მე-9 გამარჯვებული გოგონა მომავალი ტელეწამყვანია. ჯანეტა ქერდიყოშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალსიტიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ის საქართველოს "მის სამყაროზე" წარადგენს. მთავარი პრიზი - ბრილიანტის დიადემა ჟანეტი ქერდიყოშვილს 2010 წლის "მის საქართველომ", დეა არაყიშვილმა გადასცა.

საქართველოს ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულისთვის წელს 20 ლამაზმანი იბრძოდა. მათგან "პირველი მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი სალი ხომერიკი, ხოლო მეორე - ნინო მასპინძელაშვილი გახდა. კონკურსის შედეგად სულ თორმეტ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გოგონები გამოვლინდნენ. კონკურსანტებმა პირველი ჩვენება საცურაო კოსტიუმებში მოაწყვეს, შემდეგ კოქტეილის, ბოლოს კი, ტრადიციულად, მაყურებლის წინაშე საღამოს კაბებში წარსდგნენ. 2011 წლის სილამაზის კონკურსის სპონსორებმა თავიანთ რჩეულებს სხვადასხვა სახის ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

ჟანეტი ქერდიყოშვილი ლონდონში გაემგზავრება, სადაც საკუთარ სამშობლოს 120 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად წარადგენს. ტრადიციის თანახმად, კონკურსში გამარჯვებული "მის საქართველო" დღეს, ბათუმის ბავშვთა სახლში მივა და საჩუქრებს მიიტანს.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს