სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით მცხეთაში, 14 ოქტომბერს სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი.
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 10:00-17:00 საათამდე მცხეთის ცენტრალურ ქუჩაზე (აღმაშენებლის ქუჩა) საჯარო სკოლებისა და კულტურის სახლების გამოფენები და სხვადასხვა სანახაობები გაიმართება. გარდა ამისა, მოეწყობა სპორტული ღონისძიებები, როგორიცაა ქართული ჭიდაობა, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, მინიფეხბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი და ნარდი. პარალელურად, გაიმართება ხალხური რეწვის, კერამიკის, თექისა და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
გაიმართება ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები.
15:30 საათზე კი სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გალა კონცერტი გაიმართება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"