თეზი–ოკამის სარწყავი არხის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

რუსი ოკუპანტების მიერ გადაკეტილი თეზი – ოკამის სარწყავი არხის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრეზენტაციას შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ტატიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი აბულაძე დაესწრებიან. სარწყავი არხი, რომელიც 1956 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, სარწყავი წყლით კასპის მუნიციპალიტეტის 4 ტერიტორიულ ორგანოს - ოკამის, სამთავისის, ლამისყანის და აღაიანის 10 სოფელს (2700 ოჯახი, 13 000 ჰა მიწის ფართობი) ამარაგებდა.

2010 წლის ივნისში, რუსმა ოკუპანტებმა თვითნებურად გადაკეტეს არხი და 10 სოფლის მოსახლეობა რწყვის პერიოდში, წყლის გარეშე დატოვეს. საქართველოს ხელისუფლების არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, არხი დღემდე გადაკეტილია.

არხი სათავეს რუსი ოკუპანტების კონტროლირებადი ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში, მდინარე ქსნიდან იღებს და თვითდინებით მოედინება. სარწყავი არხის პარალიზებამ ადგილობრივი მოსახლეობა კრიზისულ პირობებში ჩააყენა.

პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს ხელისუფლებამ ალტერნატიული გზა გამონახა და სოფელ თვაურებში, მდინარე ქსნის ნაპირზე მოეწყო სატუმბი სადგური, რომელიც 1,5 კმ სიგრძის, ორ მწკრივად ჩალაგებული 700 მმ დიამეტრის მილების მეშვეობით მდინარის წყალს სარწყავ არხში გადაიტანს. მოეწყო ტრანსფორმატორიც.

აღნიშნული პროექტისთვის 1 500 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და მასზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო