სიონის ტაძარი ხატს "საქართველოს იმედი" ზარების რეკვით შეხვდა

სიონის საკათედრო ტაძარი ხატს "საქართველოს იმედი" ზარების რეკვით შეხვდა. ხატი საპატრიარქოდან სიონამდე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, თავად უწმინდესმა მიაბრძანა, რომელიც მონაწილეობდა ლოცვით მსვლელობაში. საპატრიარქოს შესასვლელში ხატს მომლოცველები დახვდნენ. ხატებით, ყვავილებითა და სანთლებით მსვლელობას წინ მიუძღოდნენ მგალობელთა გუნდი და სტიქაროსნები. სიონის ტაძარში უწმინდესი მცირე პარაკლისს გადაიხდის, რის შემდეგაც ხატი ასევე მსვლელობით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადაბრძანდება და სამუდამოდ იქ განთავსდება.

ხატი კარედის სახისაა, სამკარიანია და მასზე გამოსახულია საქართველოს ყველა წმინდანი, იგი მსგავსია ხატისა "საქართველოს დიდება". არის განსხვავებებიც, კერძოდ, ხატის შუა ნაწილში გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ხოლო მის მაღლა ყოვლადწმინდა სამება, ასევე ხატზე "საქართველოს იმედი", წმინდა სიდონიაა დაჩოქილი კვართით, როდესაც იგი უფალს მეორედ მოსვლისას ეგებება. ხატზე გამოსახულია ჯვრებიც, რომლებშიც ჩაბრძანებულია წმინდა ნაწილები.

ხატი მომინანქრებულია ოქროს ფურცლებით.

ამ ხატის შესაქმენლად შემოწირულობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სამი წლის განმავლობაში გროვდებოდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხატის "საქართველოს იმედი" შექმნის იდეა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა.

უწმინდესმა ბრძანა, რომ ხატი სასწაულთმოქმედი იქნება და მას ხელთუქმნელი უწოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში