ეუთო-ს ოფისის ხელმძღვანელი ემონ გილმორი ევროპის უსაფრთხოებისთვის კონფლიქტების მოგვარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, - ამის შესახებ ეუთო-ს მუდმივი საბჭოსადმი მის დღევანდელ მიმართვაშია ნათქვამი .
მიმართვაში გილმორი აღნიშნავს, რომ შეეცდება ის გზები გამოძებნოს, რომლებითაც ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტების მოგვარება შესაძლებელი იქნება. ამ კონფლიქტებს შორის იგი დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს ასახელებს.
ემონ გილმორი ასევე აცხადებს, რომ წარადგინა ამ საკითხებში ორი სპეციალური წარმომადგენელი - პადრაი მარფი და ერვან ფოუერი, რომლებიც მისი მრჩევლების ფუნქციას შეასრულებენ. "საქართველოში არსებული სიტუაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ირლანდია მყარად უჭერს მხარს ჟენევის დისკუსიებს", - ნათქვამია გილმორის მიმართვაში.
ირლანდიამ ეუთო-ს ოფისის ხელმძღვანელობა ჩაიბარა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"