თბილისში შექმნილი კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო ჯგუფების შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას ინფორმაცია არ აქვს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ განუცხადა.
"ბოლო პერიოდში თბილისში შექმნილი არც ერთი ამგვარი ჯგუფის შესახებ არაფერი მსმენია. არ ვიცი, ვისთან აპირებენ ისინი კონტაქტების დამყარებას. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია, ვთქვა – არ მჯერა, რომ მათ რამე გამოუვათ", - განაცხადა ლეონიდ ლაკერბაიამ.
2011 წლის 19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნესტან კირთაძემ "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი" დააფუძნა, რომლის მთავარი მიზანი ხალხებს შორის ნდობის აღდგენა და დაახლოებაა. კირთაძე ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში, აფხაზეთში ჩასვლასაც გეგმავს.
27 დეკემბერს კი საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებაში" კონფლიქტების დარეგულირების თემატური ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის ხელმძღვანელის, გია ვოლსკის განცხადებით, ჯგუფი აპირებს, ინფორმაცია მიიღოს და მიაწოდოს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასაც.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"