გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა ცნობარი გამოაქვეყნა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის განკუთვნილი ცნობარი განთავსდა. ცნობარში მოცემულია ინფორმაცია უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო პროგრამების, მათ მიერ არჩეული გამოცდების, გამოცდებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების, უმაღლესი სასწავლებლების მიერ დაწესებული სპეციალური მოთხოვნების, სწავლების საფასურის შესახებ, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აბიტურიენტს განაცხადის სწორად შევსებაში დაეხმარება.

ცნობარში დეტალურადაა განმარტებული პროცედურული საკითხებიც. გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღს გამოცდების ეროვნული ცენტრი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

ცნობარი დაიბეჭდა გაზეთში ,,ახალი განათლება". ჯიხურების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია გაზეთის შეძენა, განთავსებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დეკემბერში გამოსცა დამხმარე კრებულები, რომელთა შეძენა შესაძლებელია როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მაღაზიებში. მასწავლებლის ბიბლიოთეკის ეგიდით გამოცემული წიგნების შეძენა საქართველოს ფოსტის მეშვეობით ხორციელდება.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს