"ელიტ ელექტრონიქსი" ფასდაკლების ახალ კამპანიას იწყებს

კომპანია "ელიტ ელექტრონიქსი" ახალ, "ზამთრის" კამპანიას იწყებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან "ელიტ ელექტრონიქსი" აცნობეს, კამპანიის ფარგლებში კომპანია დღეიდან მომხმარებელს ახალ წელს დარჩენილ პროდუქციაზე ფასდაკლებას სთავაზობს.

მომხმარებელს საშუალება ეძლევა შეიძინოს "ბოშის", "სიმენსის", "გორენიეს", "ჰაიერის", "კენვუდის", "სამსუნგის", "ჰუნდაის", "გრეცისა" და "ბებილისის" წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა 50 ლარიდან, ხოლო მსხვილი ტექნიკა - 300 ლარიდან. ასევე, კომპანია მომხმარებელს ფასდაკლებას სთავაზობს "დელის", "ეისერის", "ასუსისა" და "ეჩპის" კომპიუტერულ ტექნიკაზე, რომელთა ფასი 500 ლარიდან იწყება, "შარფისა" და "ჰიტაჩის" ტელევიზორები - 400 ლარიდან, ხოლო "ეისერის", "ალკატელის", "სონი ერიქსონის", "ნოკიას" და "სამსუნგის" მობილური ტელეფონები - 50 ლარიდან. აღნიშნული აქცია "ელიტ ელექტრონიქსის" მთელს ქსელში 29 თებერვლის ჩათვლითაა ძალაში.

ამასთან, როგორც კომაპანიაში აცხადებენ, თვის ბოლომდე "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს კიდევ ორ გრანდიოზულ აქციასაც შესთავაზებს.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ