NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება

NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი), რომელიც უკვე წლებია აქტიურად ზრუნავს ახალგაზრდების ხელშეწყობასა და დახმარებაზე, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რეგიონული სკოლების დახმარების პროექტს აგრძელებს. ჰოლდინგი ამჯერად გურიისა და სვანეთის სკოლებს ესტუმრება და დაასაჩუქრებს.

ხვალიდან, 21 აპრილიდან რამდენიმე დღის განმავლობაში NMG-ის წარმომადგენლები გურიის, შემდეგ კი სვანეთის რეგიონს ეწვევიან. წინასწარ შერჩეული 4 სკოლა მიიღებს სპეციალურ საჩუქრებს - თანამედროვე კომპიუტერულ ტექნიკასა და მხატვრულ ლიტერატურას სასკოლო ბიბლიოთეკის მოსაწყობად. მოსწავლეებს კი ინდივიდუალურად გადაეცემათ სასკოლო ნივთები.

პროექტის შემდეგი ეტაპი უკვე დაგეგმილია. კიდევ 4 სკოლის დახმარება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივა წლების წინ გაჩნდა და ამ დროის განმავლობაში NMG-მ უკვე ათეულობით სკოლას გაუწია დახმარება მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორისაა სკოლები ქართლში, კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში. საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში დახმარება 30-ზე მეტმა საჯარო სკოლამ მიიღო.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათი მიზანია, რომ რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს ჰქონდეთ ისეთივე წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლიტერატურაზე, როგორიც დედაქალაქის მოსწავლეებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს