კინო-ტრილოგია "გასეირნება ყარაბახში" ფილმ "ბოლო გასეირნებით" დასრულდა

კინო-ტრილოგია "გასეირნება ყარაბახში" ფილმ "ბოლო გასეირნებით" დასრულდა .

როგორც გაზეთ "პრაიმ თაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ და კინოსტუდია "სანგუკოს" წარმომადგენლებმა განაცხადეს, "გასეირნება ყარაბახში" მესამე ფილმში ახალი გმირები გამოჩნდნენ და სიუჟეტის მიხედვით ამბავიც საინტერესოდ ვითარდება.

ფილმში ნუცა კუხიანიძე, მიშა მესხი, ნინი ბადურაშვილი და კაბუ მონაწილეობენ, რომელიც პარლამენტარის როლს ასრულებს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "სანგუკოს" ხელმძღვანელმა, გუკა რჩეულიშვილმა განაცხადა, პირველი ფილმი "გასეირნება ყარაბახში" 2003 წელს გადაიღეს და შემდეგი ორი ფილმის გადაღება მაყურებელთა დიდი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყდა.

"ბოლო გასეირნება" ეკრანებზე პირველ მარტს გამოვა და საპრემიერო ჩვენებაზე ჟურნალისტები იქნებიან მიწვეული.

რჩეულიშვილის თქმით, ის "სანგუკოს" დროებით ჩამოშორდება და სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრება.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში