საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური გუნდები ლონდონის ოლიმპიადაზე BP-ის მხარდაჭერით წარსდგებიან

საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური გუნდები 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე BP-ის მხარდაჭერით წარსდგებიან.

პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას "BP საქართველოს", ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და პარაოლიმპიურ კომიტეტს შორის ხელი დღეს მოეწერა.

ხელშეკრულების მიხედვით "BP საქართველო" გუნდების ოლიმპიადისთვის მომზადებას უზრუნველყოფს და გარდა ამისა მათი მხარდამჭერი იქნება უშუალოდ ლონდონის თამაშებზე.

ამასთან კომპანიამ სპეციალურად შეარჩია ექვსი სპორტსმენი, მათგან სამი ოლიმპიური და სამი პარაოლიმპიური გუნდიდან, რომლებიც "ლონდონი 2012"-ე BP-ის ელჩების სტატუსით ისარგებლებენ. ოლიმპიური გუნდიდან BP-ის ელჩები იქნებიან: დავით მარსაგიშვილი (ჭიდაობა), ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა) და ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), ხოლო პარაოლიმპიურიდან: იაგო გორგოძე (წოლჭიმი), შოთა ომარაშვილი (წოლჭიმი) და ნიკოლოზ თვაური (ცურვა). ამ ექვს სპორტსმენს "BP საქართველო" ფინანსურ მხარდაჭერასაც გაუწევს.

როგორც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, გია ნაცვლიშვილი აცხადებს, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგოკომპანიის მხარდაჭერა ქართველი სპორტსმენების წარმატებულ გამოსვლას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, გარდა ამისა, ოლიმპიურ კომიტეტს მისცემს საშუალებას, უფრო განამტკიცოს საერთაშორისო კავშირები. ზოგადად ქვეყნისთვის კი კარგი იქნება იმ მხრივ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი, მეტი რესურსი ექნება და გარდა სპორტული მხარისა, ქართულ დელეგაციას საშუალება ექნება საკუთარი ქვეყანა სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებითაც უკეთ წარმოაჩინოს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა