"ელიტ ელექტრონიქსი" სარვამარტოდ მომხმარებლებს დაასაჩუქრებს

"ელიტ ელექტრონიქსი" 8 მარტს მომხმარებლებს სპეციალური სარვამარტო საჩუქრებით დაასაჩუქრებს.

როგორც "ინტერპრენსიუსს" კომპანიიდან აცნობეს, ქალთა საერაშორისო დღეს სარვამარტო საჩუქარს ის მომხმარებელი მიიღებს, რომელიც "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიაში ხვალ 200 ლარზე მეტი ღირებულების საქონელს შეიძენს. ასეთი მყიდველი სხვადასხვა სახის საჩუქრით დასაჩუქრდება.

"ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში სხვა სახის აქციებიც მიმდინარეობს. კერძოდ, "ბოშისა" და "გორენიეს" მსხვილი ტექნიკის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს საშუალება ეძლევა ამავე ბრენდების წვრილი ტექნიკა მხოლოდ 20 ლარად შეიძინოს. მხოლოდ წვრილი ტექნიკის შეძენის მსურველებს კი შეუძლიათ შეიძინონ "ბოშისა" და "გორენიეს" ბრენდების ყოველი მეორე წვრილი ტექნიკა 20%-იანი ფასდაკლებით და ყოველი მესამე 30%-იანი ფასდაკლებით.

9 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით მომხმარებელს უპრეცედენტო ფასებს სთავაზობენ "კენვუდისა" და "გრეცის" წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე.

"ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში ასევე აქცია მიმდინარეობს "ბოშის" ჭურჭლის სარეცხ მანქანაზეც. კერძოდ, "ბოშის" ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეძენის შემთხვევაში, თუ შენაძენი არ მოეწონება, ერთი თვის ვადაში კომპანია მას უკან დაიბრუნებს.

ასევე, "ბოშის" ნებისმიერი 500 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტის შეძენისას მომხმარებელს საჩუქრად საძინებლის თეთრეულის კომპლექტი გადაეცემა.

ამასთან, მომხმარებელს შეუძლია, კომპანიის ქსელში წარმოდგენილ ყველა პროდუქციაზე ექვსთვიანი 0% განვადებით ისარგებლოს.

"ელიტ ელექტრონიქსის" ქსელში აქციები ძალაში 18 მარტის ჩათვლითაა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს