სამხედრო სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფციის მიხედვით, რეზერვის ორი ძირითადი მიმართულება ჩამოყალიბდება

სამხედრო სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფციის მიხედვით, რეზერვის ორი ძირითადი მიმართულება ჩამოყალიბდება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ღიბრაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პირველი მიმართულებაა სახმელეთო ჯარების რეზერვი, რომელიც იქნება სავალდებულო და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, იყოს ნებაყოფლობითი. მისი ძირითადი ფუნქცია შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა იქნება.

ღიბრაძის განმარტებით, მეორე რეზერვი ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი, რომელიც დაკომპლექტდება ნებაყოფლობის საფუძველზე. მისი ძირითადი ამოცანა იქნება ტერიტორიის თავდაცვა, კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით გარკვეულ ზურგის ოპერაციებში დახმარება და მონაწილეობა. გარდა ამისა, ღიბრაძის განცხადებით, ტერიტორიული თავდაცვის რეზერვის ფუნქციაში კრიზისულ სიტუაციებში სამოქალაქო ხელისუფლებისთვის დახმარების აღმოჩენაც შევა.

როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, კონცეფცია ითვალისწინებს ძირითად ჩარჩოებს, თუ როგორ უნდა მოეწყოს მოწყობილი რეზერვი; კონცეფციას შემდგომში მოყვება რეზერვის მოწყობის კონკრეტული სტრატეგია და დოქტრინა. სტრატეგია და დოქტრინა საბოლოოდ კანონმდებლობის სახეს მიიღებს, რომელიც საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრავს რეზერვის სახეებს, გაწვევის ფორმებს, ასაკს.

გიორგი ღიბრაძის თქმით, კონცეფციას საქართველოს პრეზიდენტი დაამტკიცებს. "კონცეფციას დაამტკიცებს პრეზიდენტი და ამ კონცეფციის განსაზღვულ ჩარჩოში უკვე გაგრძელდება სამუშაო კონკრეტული სტრატეგიის დოქტრინისა და კანონმდებლობის შესამუშავებლად", - განაცხადა ღიბრაძემ.

მისივე თქმით, ეს პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ კონცეფცია უმოკლეს ვადებში დასრულდეს.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

სამხედრო სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფციის მიხედვით, რეზერვის ორი ძირითადი მიმართულება ჩამოყალიბდება

სამხედრო სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფციის მიხედვით, რეზერვის ორი ძირითადი მიმართულება ჩამოყალიბდება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ღიბრაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პირველი მიმართულებაა სახმელეთო ჯარების რეზერვი, რომელიც იქნება სავალდებულო და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, იყოს ნებაყოფლობითი. მისი ძირითადი ფუნქცია შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა იქნება.

ღიბრაძის განმარტებით, მეორე რეზერვი ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი, რომელიც დაკომპლექტდება ნებაყოფლობის საფუძველზე. მისი ძირითადი ამოცანა იქნება ტერიტორიის თავდაცვა, კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით გარკვეულ ზურგის ოპერაციებში დახმარება და მონაწილეობა. გარდა ამისა, ღიბრაძის განცხადებით, ტერიტორიული თავდაცვის რეზერვის ფუნქციაში კრიზისულ სიტუაციებში სამოქალაქო ხელისუფლებისთვის დახმარების აღმოჩენაც შევა.

როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, კონცეფცია ითვალისწინებს ძირითად ჩარჩოებს, თუ როგორ უნდა მოეწყოს მოწყობილი რეზერვი; კონცეფციას შემდგომში მოყვება რეზერვის მოწყობის კონკრეტული სტრატეგია და დოქტრინა. სტრატეგია და დოქტრინა საბოლოოდ კანონმდებლობის სახეს მიიღებს, რომელიც საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრავს რეზერვის სახეებს, გაწვევის ფორმებს, ასაკს.

გიორგი ღიბრაძის თქმით, კონცეფციას საქართველოს პრეზიდენტი დაამტკიცებს. "კონცეფციას დაამტკიცებს პრეზიდენტი და ამ კონცეფციის განსაზღვულ ჩარჩოში უკვე გაგრძელდება სამუშაო კონკრეტული სტრატეგიის დოქტრინისა და კანონმდებლობის შესამუშავებლად", - განაცხადა ღიბრაძემ.

მისივე თქმით, ეს პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ კონცეფცია უმოკლეს ვადებში დასრულდეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა