საქართველოდან აზერბაიჯანში მიმავალი მატარებელი რელსებიდან გადავიდა

საქართველოდან აზერბაიჯანში მიმავალმა სატვირთო მატარებელმა სანჩაგალის რაიონში ავარია განიცადა. ავარიის შედეგად დაღუპულები და დაშავებულები არ არიან .

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ "აზერბაიჯანის რკინიგზა" ავრცელებს. მატარებელი რელსებიდან გადავიდა.

აზერბაიჯანის რკინიგზის პრესსამსახურის ნადირ აზმამედოვის განცხადებით, შემთხვევის გამო სამგზავრო და სატვირთო შემადგენლობების გადაადგილება დროებით შეფერხებულია.

მოძრაობა ბაქოს მიმართულებით უახლოეს მომავალში აღდგება. მომხდარის მიზეზები დგინდება.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს