ქუთაისში მართვის ტერიტორიული ორგანოებისთვის ახალი შენობების მშენებლობა გრძელდება

ქუთაისში, მართვის ტერიტორიული ორგანოებისთვის ახალი შენობების მშენებლობა გრძელდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ახალ, გამჭირვალე, თანამედროვე შენობაში უახლოეს მომავალში კახიანაურის, გუმათის, საფიჩხიისა და ავტოქარხნის მუნიციპალიტეტები განთავსდება. მშენებლობებისთვის 428 ათასი ლარი დაიხარჯება. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. მშენებლობა ივნისში დასრულდება.

ახალი, გამჭვირვალე შენობა 4 მუნიციპალიტეტისთვის გასულ წელს აშენდა. ქუთაისში სულ 12 მუნიციპალიტეტია. დანარჩენი 4 მართვის ტერიტორიული ორგანოსთვის ახალი შენობები წლის ბოლომდე აშენდება. მუნიციპალიტეტების მშენებლობა დღეს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ დაათვალიერეს.

"მუნიციპალიტეტი არის პირველი რგოლი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის, ამიტომ, მნიშვნელოვანია კეთილმოწყობილი, კომფორტული გარემოს შექმნა, სადაც მოქალაქეებს პროფესიონალი კადრები მოემსახურებიან და უმოკლეს დროში მიაწვდიან სასურველ ინფორმაციას", - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ.

30.06.2025 / 09:10

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე