შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება მიულოცეს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენს შოთა ომარაშვილს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტებმა მიულოცეს. სპორტსმენთან შეხვედრა დღეს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა. დუბაიში გამართული სალიცენზიო ტურნირის შედეგები, სადაც ომარაშვილი წოლჭილის სახეობაში ასპარეზობდა, ქართულ მხარეს ორი დღის წინ აცნობეს.

ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც 60 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, წოლჭილში 135 კგ ასწია, რაც პარაოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. პარაოლიმპიური თამაშები ლონდონის ოლიმპიადის დასრულებიდან ორ კვირაში აიღებს სტარტს.

როგორც თავად სპორტსმენი აცხადებს, მისთვის ეს შეჯიბრი კარიერის ისტორიაში ყველაზე განსაკუთრებული იქნება და ყველანაირად ეცდება, პარაოლიმპიურ თამაშებზე მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს.

ამასთან, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქართველი სპორტსმენების აქტიურობა. მისი თქმით, ისინი სხვა ადამიანებსაც აძლევენ სტიმულს და იმედს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, აქტიურ ცხოვრებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს მიანიჭონ უპირატესობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის