ვაჟა-ფშაველას მე-5 კვარტლის ეზოში დაკავებული ოთხი პირი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება

ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-5 კვარტლის ეზოში დაკავებული ოთხი პირი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი დაკავებულის დედამ ლია გოგორელიანმა განუცხადა.

მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში მათ აცნობეს, რომ დაკავებულებს ამ დროისთვის ნარკოლოგიური შემოწმება უტარდებათ. პოლიციის შენობასთან დაკავებულთა მშობლები იმყოფებიან.

მათი ინფორმაციით, შვილებთან შეხვედრას ვერ ახერხებენ. პოლიციის განყოფილებაში კი განუცხადეს, რომ ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შემდეგ ოთხივე მათგანს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ.

ლაშა გოგორელიანი, თენგიზ აბდალაძე, რევაზ ქიტიაშვილი და მათი ერთი მეგობარი დღეს, შუადღისას, ვაჟა-ფშაველას მე-5 კვარტლის ეზოდან აიყვანეს. თვითმხილველების ცნობით, ლაშა გოგორელიანი მისი ძმის, ლევან გოგორელიანის ავტომანქანაში მეგობრებთან ერთად იჯდა, როდესაც მათთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ოცამდე პირი მივიდა. ახალგაზრდები მანქანიდან გადმოიყვანეს და პოლიციის სამმართველოში წაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, წაყვანილია ლევან გოგორელიანის კუთვნილი ავტომანქანაც.

ლაშა გოგორელიანი ბერა ივანიშვილის სტუდია Georgian dreams studio-ში მუშაობს. მისი ძმა ლევან გოგორელიანი ასევე ბერა ივანიშვილის სტუდიის წევრია. "რუსთავი 2"-ის გასართობი შოუების მსახიობები თემო მჟავია, ამიკო ჩოხარაძე და ლევან გოგორელიანი, იგივე "ფაქო" Georgian dreams studio-ში დაახლოებით ორი კვირის წინ გადავიდნენ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა