საგარეო უწყება კანადაში დაკარგული სამი ქართველის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ფლობს

საგარეო უწყება კანადაში დაკარგული სამი ქართველის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ფლობს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეო უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩართულია ამ საკითხში. მისი თქმით, საელჩო აქტიურად მონაწილეობდა ოჯახის წევრებისა და კანადის სახელმწიფოს წარმომადგენლების დაკავშირებაში.

"რაც შეეხება გარდაცვლილის გადმოსვენების საკითხებს, ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობთ. აქ სახელმწიფოს როლი და შესაძლებლობები იზღუდება. ტექნიკური საკითხების მოგვარებაში კანადის ტერიტორიაზე ოჯახს საკონსულო დაეხმარება", _ განაცხადა კალანდაძემ.

კანადასთან, 27 მარტს, იახტის ჩაძირვის შედეგად საქართველოს მოქალაქე თენგიზ მოწონელიძე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, დაკარგულები არიან ხაშურში მცხოვრები 35 წლის გოჩა გოთონელია და 36 წლის ზაზა ლაცაბიძე, ასევე, თბილისელი, 32 წლის ნიკოლოზ თიგიშვილი.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ 9 აპრილს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართულ მხარეს კანადაში სამძებრო სამუშაოების განახლების ბერკეტები არ გააჩნია. მისი თქმით, საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს, რომ სამძებრო სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ორგანოებთან შუამავლობა გაუწიოს დაკარგულთა ოჯახის წევრებს. თუმცა კალანდაძის განცხადებით, ქართული მხარის შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება